გერმანია და დიდი ბრიტანეთი შეთანხმდნენ, რომ ლონდონი ევროკავშირიდან გასვლას არ იჩქარებს

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დიდი ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრთან, ტერეზა მეისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ გაერთიანებულმა სამეფომ ევროკავშირიდან გასვლა არ უნდა იჩქაროს.
ამასთან ერთად, მეიმ განაცხადა, რომ ეს საკითხი ჰაერში არ უნდა გამოეკიდოს. ამასთანავე, მერკელმა მეის აცნობა, რომ ევროკავშირში დიდი ბრიტანეთის მიერ გასვლის პროცედურების დაჩქარებით არიან დაინტერესებულები. თავის მხრივ, ტერეზა მეიმ აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლის პროცედურების ამოქმედებას არ გეგმავს. პრემიერის თქმით, ამ საკითხში აჩქარებამ შეიძლება საქმეს ავნოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები