პრემიერი: ირაკლი სესიაშვილი, სავარაუდოდ, მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თინა ხიდაშელის შემცვლელად კახა კახიშვილის და ირაკლი სესიაშვილის კანდიდატურების განხილვას არ ადასტურებს.
მთავრობის მეთაურის თქმით, ირაკლი სესიაშვილი, სავარაუდოდ, მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება.
„გრძელდება კონსულტაციები, მაგრამ არა ამ ორ კანდიდატთან დაკავშირებით. ირაკლი სესიაშვილი არის ძალიან ღირებული იქ, სადაც მოღვაწეობს. სავარაუდოდ, ის იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი. რაც შეეხება კახა კახიშვილს, ის არის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ძალიან კარგი მინისტრი და, ვფიქრობ, რომ მისი გამოცდილება არის ძალიან ღირებული იქ, სადაც ის დღეს მუშაობს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები