სომხეთში პოლიციამ 136 ადამიანი დააკავა

სომხეთის დედაქალაქ ერევანში პოლიციამ საპროტესტო აქციის 136 მონაწილე დააკავა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ერებუნის რაიონში პოლიციის შენობასთან არეულობა ოთხშაბათს საღამოს დაიწყო. ამ განყოფილებაში უკვე მესამე დღეა შეიარაღებულ პირებს მძევლები ჰყავთ აყვანილები. მომიტინგეები თავდამსხმელების მხარდასაჭერად მივიდნენ, მათ პოლიციას ქვები დაუშინეს, საპასუხოდ სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. შეტაკებების შედეგად 45 ადამიანი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები