ერევანში პოლიციასა და დემონსტანტებს შორის შეტაკებისას 50 ადამიანი დაშავდა

სომხეთის დედაქალაქში სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება დილის 4 საათამდე გაგრძელდა. დაპირისპირების შედეგად, 50 ადამიანი დაშავდა, 4 კი სამართალდამცავებმა დააკავეს. არეულობა ერებუნის რაიონში იმ პოლიციის განყოფილებასთან, სადაც შეიარაღებულ პირებს უკვე რამდენიმე დღეა მძევლები ჰყავთ აყვანილი. პოლიციასა და პროტესტანტებს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მეამბოხეებისთვის პროდუქტების მიწოდების თხოვნაზე პოლიციელებმა უარი თქვეს.
შეტაკების დროს დაშავებულთა შორის 25 სამართალდამცველია, მათგან 18 ჰოსპიტალიზებულია. საპროტესტო აქციაში თავდამსხმელების მხარდამჭერები მონაწილეობდნენ. მათ პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს და სამართალდამცველებს ქვები ესროლეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ამჟამად ერევანში სიმშვიდეა და ქუჩა გაწმენდილია.
თავდასხმა ერევნის ერებუნის რაიონში მდებარე პოლიციის განყოფილებაზე 17 ივლისს განხორციელდა. შედეგად დაიღუპა ერთი სამართალდამცველი, ოთხი კი დაშავდა. თავდამსხმელებმა მძევლები აიყვანეს, რომელთაგან ხუთი მომდევნო დღეებში გაუშვეს. ამჟამად მძევლად კიდევ რამდენიმე ადამიანი რჩება, მათ შორის პოლიციის მაღალჩინოსნები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები