გიორგი კვირიკაშვილი: თავდაცვის მინისტრის კანდიდატურაზე კონსულტაციები გრძელდება

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თავდაცვის მინისტრის პოსტზე ირაკლი სესიაშვილისა და კახი კახიშვილის კანდიდატურების განხილვას არ ადასტურებს.
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა და აღნიშნა, რომ თავდაცვის მინისტრის კანდიდატურაზე კონსულტაციები გრძელდება, თუმცა არა ამ ორ კანდიდატთან დაკავშირებით.
“ირაკლი სესიაშვილი არის ძალიან ღირებული იქ, სადაც ის ახლა მოღვაწეობს, სავარაუდოდ, ის იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი. რაც შეეხება კახა კახიშვილს, ის არის ძალიან კარგი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი და ვფიქრობ, რომ მისი გამოცდილება არის ძალიან ღირებული იქ, სადაც ის დღეს მუშაობს”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები