შერემეტის მკვლელობის გამოძიებაში FBI-ის წარმომადგენლები ჩაერთვებიან

ჟურნალისტ პაველ შერემეტის მკვლელობის გამოძიებისთვის ოპერატიული ჯგუფი შეიქმნება, რომელშიც აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) წარმომადგენლები ჩაერთვებიან. ამის შესახებ უკრაინის ნაციონალური პოლიციის უფროსმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. ასევე გამიძიებაში ევროპოლიც მიიღებს მონაწილეობას.
ოპერატიული ჯგუფი უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს დავალებით შეიქმნა და ის პირველ შეხვედრას უკვე დღეს გამართავს.
პოროშენკომ უკვე უწოდა მკვლელობას უკრაინაში დესტაბილიზაციის მცდელობა.
„მკვლელობა მიზნად ისახავდა უკრაინაში მდგომარეობის დესტაბილიზაციას, შესაძლოა, ამას სხვა მოვლენების მოჰყვეს“, – აცხადებს პოროშენკო.
მან ასევე განაცხადა, რომ „უცხოეთის ინტერესებსაც არ გამორიცხავს“.
შეგახსენებთ, რომ გამოძიება სამ ძირითად ვერსიაზე მუშაობს – პროფესიული საქმიანობა, რუსეთის სპეცსამსახურების მონაწილეობა და პირადი მოტივები. პაველ შერემეტი დღეს კიევში მოკლეს. ავტომობილი, რომლითაც ჟურნალისტი გადაადგილდებოდა ,აფეთქდა. მასში ბომბი იყო ჩამონტაჟებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები