ბრიუსელის ცენტრში პოლიცია სპეცოპერაციას ატარებს

ბრიუსელის პოლიციამ ალყა შემოარტყა მამაკაცს, რომელიც საეჭვოდ იქცეოდა. ბელგიური მედიის ცნობით, მამაკაცს გრძელი პალტო აცვია და იქიდან მავთულები მოჩანს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. სპეცოპერაცია ბელგიის დედაქალაქის ცენტრში, ლა მონეს მოედანთან მიმდინარეობს. ადგილზე გამნაღმველები მივიდნენ. ახლომდებარე მაღაზიებიდან და ქუჩებიდან მოსახლეობა ევაკუირებულია. პოლიცია აცხადებს, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. საეჭვო მამაკაცი ჯერჯერობით დაკავებული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები