ობამამ და ერდოღანმა გიულენის შესაძლო ექსტრადიციის საკითხები განიხილეს

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოთანმა ისლამის მქადაგებლის, ფეთულაჰ გიულენის სამართლებრივი სტატუსი სატელეფონო საუბრის დროს განიხილეს. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯოშ ერნესტმა განაცხადა.
„თურქეთის მთავრობამ გიულენის სტატუსთან დაკავშრებით მასალები აშშ-ის ხელისუფლებას გადასცა. სახელმწიფო დეპარტამენტი და იუსტიციის სამინისტრო ამ მასალებს შეისწავლის და გადაწყვეტილებას ექსტრადიციის შესახებ შეთანხმების მიხედვით მიიღებს, რომელიც აშშ-სა და თურქეთს შორის უკვე 30 წელია მოქმედებს“, – განაცხადა ერნესტმა.
მისი თქმით, ობამამ და ერდოღანმა შეიარაღებული ამბოხების გამოძიებასთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილეს. „აშშ-ის პრეზიდენტმა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამოძიებასთან დაკავშირებით თურქულ მხარეს დახმარება შესთავაზა“, – განაცხადა ერნესტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები