ინტერნეტში პაველ შერემეტის ავტომობილის აფეთქების ვიდეო გავრცელდა (ვიდეო)

უკრაინულმა გამოცემა „ობოზრევატელმა“ ცნობილი რუსი ჟურნალისტის პაველ შერემეტის ავტომობილის აფეთქების ვიდეო გამოაქვეყნა. აფეთქების შედეგად შერემეტი დაიღუპა.
შემთხვევა დღეს დილით კიევში მოხდა. ვიდეოზე ჩანს „სუბარუს“ მარკის ავტომანქანა, რომელიც ხმელნიცკის და ფრანკოს ქუჩების გადაკვეთას უახლოვდება. შემდეგ კი აფეთქება მოჰყვება. ვიდეოკადრებზე ასევე ჩანს, რომ მანქანასთან ქვეითად მოსიარულეები მირბიან, რომლებიც მანქანიდან დაჭრილი შერემეტის გადმოყვანას ცდილობენ. ცნობისთვის, პაველ შერემეტი აფეთქების შედეგად მძიმედ დაიჭრა და მოგვიანებით გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები