ბაქოში ფეთჰულაჰ გიულენთან დაკავშირებული უნივერსიტეტი დაიხურა

აზერბაიჯანის დედაქალაქში კავკასიის უნივერსიტეტი დაიხურა. ეს კერძო უმაღლესი სასწავლებელი ისლამის მქადაგებელთან, ფეთჰულაჰ გიულენთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
„აზერბაიჯანმა კავკასიის უნივერსიტეტი დახურა, ვინაიდან ის გიულენთან იყო დაკავშირებული. სასწავლებელი ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო“, – დაწერა ტვიტერში აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა ხადიჯა ისმაილოვამ.
კავკასიის უნივერსიტეტი 1993 წელს თურქმა ბიზნესმენებმა დააფუძნეს. სააგენტო „ტურანის“ ცნობით, ეს პირები ისლამის მქადაგებელთან, ფეთჰულაჰ გიულენთან არიან დაკავშირებულები, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება სამხედრო ამბოხების ორგანიზებაში ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები