Wikileaks-მა თურქეთის მმართველი პარტიის წევრების ელექტრონული მიმოწერა გამოაქვეყნა

Wikileaks-მა თურქეთის მმართველი პარტიის წევრთა მიმოწერა გამოაქვეყნა. ის 2010 – 2016 წლების პერიოდს მოიცავს. ვებ-გვერდზე „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიის წარმომადგენლების თითქმის 500 ათასი წერილი და ათასობით თანდართული დოკუმენტია გამოქვეყნებული.
Wikileaks-ის ინფორმაციით, წერილები გადატრიალების მცდელობამდე ერთი კვირით ადრე მოიპოვეს და მათში ძირითადად საერთაშორისო საკითხებზეა საუბარი.
ამჟამად საიტი თურქეთის ტერიტორიაზე დაბლოკილია. ასევე ამ სერვისის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გამოქვეყნებული მიმოწერა მხოლოდ ნაწილია და დარჩენილი ფაილების გამოქვეყნება მოგვიანებით მოხდება. როგორც Wikileaks-ის წარმომადგენლებმა ტვიტერის მიკრობლოგში დაწერეს, მასალის გამოქვეყნების შემდეგ სერვისზე რამდენიმე კიბერშეტევა განხორციელდა, მაგრამ მათი განეიტრალება მოხდა.
წერილების გამოქვეყნება მოგვიანებით იგეგმებოდა, მაგრამ თურქეთში სამხედრო ამბოხების შემდეგ მასობრივი დაპატიმრებების გამო ის უფრო ადრე გამოქვეყნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები