პუტინი და ერდოღანი აგვისტოს დასაწყისში გეგმავენ შეხვედრას

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ერთმანეთს აგვისტოს დასაწყისში შეხვდებიან. ამის შესახებ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ამჟამად დიპლომატიური არხებით შეხვედრის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ის აგვისტოს პირველ რიცხვებში რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში გაიმართება. ზუსტი ადგილი და დრო მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – განაცხადა პესკოვმა.
პესკოვმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს შეხვედრა შესაძლოა, ბაქოში გაიმართოს.
„ბაქოში რუსეთის, ზერბაიჯანის და ირანის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება“, – განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები გასული წლის ნოემბერში დაიძაბა მას შემდეგ, რაც თურქეთმა რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდო. ორი კვირის წინ პუტინი და ერდოღანი ერთმანეთს ტელეფონით ესაუბრნენ და ურთიერთობების ნორმალიზების დაწყებაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები