ევროკავშირმა ავღანეთში პოლიციური მისია შესაძლოა, 2016 წლის შემდეგაც გააგრძელოს

ავღანეთში ევროკავშირის პოლიციური მისია შესაძლოა, 2016 წლის შემდეგაც გაგრძელდეს. ამის შესახებ ევროკავშირში არსებულმა ანონიმურმა წყარომ გერმანულ მედიას განუცხადა. ამავე ინფორმაციის მიხედვით, „საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის“.
ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ავღანეთში 2016 წლის შემდეგ სამოქალაქო პოლიციის გაძლიერების მხრივ ავღანეთის ხელისუფლების დახმარების გადაწყვეტილება მიიღეს. ამჟამად მისიაში ევროკავშირის 24 ქვეყნის და კანადის 350 წარმომადგენელი შედის. რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ავღანეთში შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების რაოდენობა არ შემცირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები