დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლას წელს არ გეგმავს

დიდი ბრიტანეთი წელს არ გეგმავს ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე სტატიის ამოქმედებას, რომელიც ევროკავშირიდან გასვლის წესს განსაზღვრავს. ამის შესახებ ქვეყნის უმაღლეს სასამართლოში ქვეყნის მთავრობის იურისტმა ჯეისონ კოპელმა განაცხადა. იურისტის ეს განცხადება ნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთი წელს ევროკავშირიდან გასვლას არ აპირებს. არსებობს მოსაზრება, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან საფრანგეთის და გერმანიის საპარლამენტო არჩევნებამდე არ უნდა გავიდეს, რათა „ბრექსიტი“ წინასაარჩევნო აგიტაციის თემა არ გახდეს. არჩევნები ამ ქვეყნებში 2017 წელს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები