საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრს“ და კომპანია „ნეოტექს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრს“ და კომპანია „ნეოტექს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეხვედრა საზოგადოებრივ კოლეჯში გაიმართა.
თანამშრომლობის მიზანია დუალური პროფესიული სწავლების მოდელის დანერგვა და განვითარება სამშენებლო საქმის შერჩეულ პროფესიებში. ასევე, პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესება, კოლეჯის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთა კვალიფიკაციის ამაღლება, რათა უკეთესად დაიფაროს საწარმოს მოთხოვნა კვალიფიციურ სპეციალისტებზე და გაიზარდოს კოლეჯის კურსდამთავრებულთა დასაქმების შესაძლებლობა.
მემორანდუმის ფარგლებში კომპანია უზრუნველყოფს კოლეჯის პროფესიული სტუდენტების სასწავლო-საწარმოო პრაქტიკის გავლას და კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე მათ დასაქმებას.
კომპანია „ნეოტექი“ საქართველოს უსაფრთხოების სისტემების ბაზარზე 2005 წლიდან მოღვაწეობს და იკავებს წამყვან პოზიციას ქვეყნის მასშტაბით. კომპანიამ “ნეოტექი” დაიმკვიდრა ხარისხზე ორიენტირებული კომპანიის სახელი, ახორციელებს საერთაშორისო დონის გადაწყვეტილებებზე დაფუძნებულ პროექტებს, რომელიც შეესაბამება ყველაზე მკაცრ მოთხოვნებს და სტანდარტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები