ერევნის პოლიციის განყოფილებაში მძევლად 4 ადამიანი რჩება

შეიარაღებულ პირებს ერევნის პოლიციის განყოფილებაში ამ დრომდე 4 ადამიანი მძევლად ჰყავთ აყვანილი. ამის შესახებ სომხეთის პოლიციის ოფიციალური წარმომადგენლები იუწყებიან. მანამდე ბოროტმოქმედებმა კიდევ ერთი მძევალი – სასწრაფო დახმარების მძღოლი გაათავისუფლეს. შეგახსენებთ, რომ შეიარაღებული პირები 17 ივლისს დილით ერევანში პოლიციის განყოფილებას თავს დაესხნენ და მძევლები აიყვანეს. ორმხრივი სროლის დროს ერთი პოლიციელი დაიღუპა. თავდამსხმელები ციხიდან ერთ-ერთი ოპოზიციონერის გათავისუფლებას მოითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები