თურქეთის შეიარაღებულ ამბოხებაში მონაწილეობისთვის 8 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს

თურქეთის შეიარაღებულ ამბოხებაში მონაწილე 8 ათასზე მეტი ადამიანია დაკავებული. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
დაკავებულთა შორის, ძირითადად, სამხედროები არიან. ამავე ინფორმაციის მიხედვით, თანამდებობიდან გადაყენებულია 8 777 ოფიციალური პირი, მათ შორის 30 გუბერნატორი. თურქეთის ხელისუფლება ამბოხებაში კვლავ ისლამის მქადაგებელს, აშშ-ში მყოფ ფეთჰულაჰ გიულენს ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები