თურქი სამართალდამცველები იჯირლიყის ბაზის ჩხრეკას ატარებენ

იჯირლიყის ბაზაზე ჩხრეკა მიმდინარეობს, მას თურქეთის სამართალდამცველი და უშიშროების ორგანოები ახორციელებენ. ამ ბაზას აშშ სირიაში ექსტრემისტებზე ავიადარტყმებისთვის იყენებს. მანამდე შეიარაღებულ ამბოხებაში მონაწილეობისთვის იჯირლიყის ბაზის მეთაური დააკავეს.
თურქმა სამხედროებმა რამდენიმე საათით ბაზის ბლოკირება მოახდინეს. მოგვიანებით კოალიციამ ამ ბაზიდან ფრენები განაახლა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში 15 ივლისის საღამოს სამხედრო ამბოხება მოხდა. ორმხრივი სროლის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 2 ათასამდე დაიჭრა. ამბოხებაში მონაწილეობისთვის 9 ათასი ადამიანი, მათ შორის 100 მაღალჩინოსანი ოფიცერია დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები