ტიუმენის აეროპორტში თვითმფრინავი დაფრინდა, რომლის ძრავაც მწყობრიდან გამოსული იყო

რუსეთის ქალაქ ტიუმენის აეროპორტში თვითმფრინავი „ტუ-204“ დაფრინდა, რომელსაც ერთი ძრავა დაზიანებული ჰქონდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
თვითმფრინავი ტიუმენიდან სოჭში მიფრინავდა, მაგრამ აფრენის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ძრავა მწყობრიდან გამოვიდა. ეკიპაჟმა ავიალაინერი ისევ ტიუმენის აეროპორტში დააბრუნა. თვითმფრინავის ბორტზე 213 მგზავრი იმყოფებოდა. მათგან არავინ დაშავებულა. ავარიულ დაფრენამდე ლაინერმა ტიუმენის თავზე 40 წუთი იფრინა, რათა საწვავი დაეხარჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები