აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. აჭარის მთავრობის შემადგენლობას მხარი დაუჭირა 12 დეპუტატმა, მათ შორის იყო 5 დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“, 1 – „კონსერვატორებიდან“, 1- „მრეწველებიდან“, 1- „რესპუბლიკური პარტიიდან“, 1 -“თავისუფალი დემოკრატებიდან“, 1- „ევროვნული ფორუმიდან“ და 2 დამოუკიდებელი დეპუტატი.
მთავრობის ამ შემადგენლობის დამტკიცების წინააღმდეგი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ 7 დეპუტატი.
დახურულ კენჭისყრაში დარბაზში მყოფი 20 დეპუტატიდან მონაწილეობა 19 დეპუტატმა მიიღო. აღნიშნული შედეგები კენჭისყრის დასრულების შემდეგ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძემ გამოაცხადა. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე გახდა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი – რამაზ ბოლქვაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – გია თავამაიშვილი, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი -ნუგზარ სურმანიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები