ბათუმი-ხელვაჩაურის გზაზე სამარშრუტო ტაქსის მძღოლი გარდაიცვალა

ბათუმი-ხელვაჩაურის გზაზე სამარშრუტო ტაქსის მძღოლი გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, მძღოლი შეუძლოდ გახდა, მანქანა გააჩერა და ადგილიდან გადავიდა. მგზავრებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, მაგრამ ადგილზე მისულ ბრიგადას მძღოლი გარდაცვლილი დახვდა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები