იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა. ურთმელიძეს კანდიდატურა საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ვაკანსიაზე ჰქონდა წარდგენილი. სულ ამ კოლეგიაში მოსამართლის 10 თანამდებობაზე ჩატარდა კონკურსი. ურთმელიძე ორჯერ გავიდა მეორე ტურში, თუმცა ფარული კენჭისყრის შედეგად არჩევისთვის საკმარისი – საბჭოს წევრთა რაოდენობის მინიმუმ 10 ხმა ვერ მოაგროვა.
ურთმელიძეს, რომელმაც პირველ ინსტანციაში „რუსთავი 2“-ის საქმე განიხილა, 10-წლიანი ვადა ამოწურული აქვს. საქალაქო სასამართლოს აღნიშნულ 10 ვაკანსიაზე შემდეგი მოსამართლეები დაინიშნენ: ბურჯანაძე თამარი, გოგიჩაშვილი გიორგი, კაკაბაძე ვლადიმერი, კუჭავა ქეთევანი, მიქაბერიძე ლევანი, შიოშვილი ნათია, ჩიხლაძე თამარი, წიქარიძე შორენა, ჭედია მაკა და ტუკვაძე ელისო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები