გუკა რჩეულიშვილი სასამართლო დარბაზში: მოწმეებზე ზემოქმედება არ მჭირდება, რადგან ვაღიარებ

„მოწმეებზე ზემოქმედება არ მჭირდება, იმიტომ, რომ ვაღიარებ, დიახ, ეს თანხა ჩემი ხელმოწერით იყო გასული“,- ეს განცხადება გურამ რჩეულიშვილმა დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე გააკეთა.
რჩეულიშვილის თქმით, როდესაც დაკითხვა მიმდინარეობდა, პროკურატურა სხვანაირად იყო განწყობილი, მერე კი შეიცვალა.
„იმ მომენტში პროკურატურასთან, როდესაც დაკითხვა მიმდინარეობდა, სულ სხვანაირად იყო პროკურატურის განწყობა, რომ იცოდნენ როგორც მოხდა, სად წავიდა ეს თანხები და რასაც მოხმარდა, რატომღაც მერე შეიცვალა.
მე მოწმეებზე ზემოქმედება არ მჭირდება, იმიტომ, რომ მე ვაღიარებ, დიახ, ეს თანხა ჩემი ხელმოწერით იყო გასული. ბრალს არ ვაღიარებ, მაგრამ იმ მცირე ეპიზოდს ვაღიარებ, რაც არის პროკურატურაში და რაზეც ჩვენება მაქვს მიცემული. რაღა ზეგავლენა უნდა მოვახდინო მოწმეებზე, ვერ ვხდები,“- განაცხადა გუკა რჩეულიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ცენტრ პოინტის“ დაკავებული დირექტორი პატიმრობაში რჩება. პროცესზე დაცვის მხარე გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლე რევაზ ნადარაიამ გადაწყვეტილება არ შეცვალა და განმარტა, რომ გუკა რჩეულიშვილის ადვოკატებმა ახალი გარემოებების წარდგენა ვერ შეძლეს, რის საფუძველზეც შეფარდებული პატიმრობა სხვა ღონისძიებით შეიცვლებოდა.
ამ დროისთვის გუკა რჩეულიშვილი უკვე გლდანის მე-8 დაწესებულებაში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები