სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ავიაკომპანიებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

სასტუმრო „Rooms Hotel Tbilisi”-ში , სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სამინისტროსა და საქართველოს ბაზარზე არსებულ ავიაკომპანიებს შორის.
სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი მიზნად ისახავს სპეციალური კორპორატიული ფასდაკლების სისტემის ამუშავებას სპორტული ფედერაციებისთვის, რაც საშუალებას მისცემს სპორტსმენებს, ისარგებლონ სპეციალური პირობებით და შეამცირონ ტრანსპორტირების ხარჯები საზღვარგარეთ ტურნირებზე, ან შეკრებებზე გამგზავრების შემთხვევაში.
მემორანდუმს ხელს მოაწერეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებმა: Georgian Airways, Lufthansa, LOT Polish Airlines, Ukraine International Airlines, Ural Airlines, YanAir, Dneprovia, Air Cairo, GASA-“GEORGIAN AVIA SERVICE AGENCY “ – Air  Arabia, Pegasus Airlines , Arkia, Israir, AirBaltic, China Southern Airlines.
სამინისტროს ინიციატივას ასევე უერთდებიან კომპანიები, “Turkish Airlines” და “Qatar Airways”, რომლებიც საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდებისა და თანმხლები დელეგაციებისთვის საერთაშორისო ღონისძიებებზე გასამგზავრებლად უზრუნველყოფენ  შეღავათიანი ფრენებს.
სამინისტროს ცნობით, მემორანდუმი ძალაში შევიდა ხელის მოწერის დღიდან და ფედერაციებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ კორპორატიული პირობებით 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სპორტული ფედერაციებისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები