ალექსანდრე ჯეჯელავა: ძალიან კმაყოფილი ვარ ახალი შემადგენლობით

,,ქართული ოცნების“ განახლებული გუნდის წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დადებითად აფასებს. შესაბამისი კომენტარი მინისტრმა ჟურნალისტებთან გააკეთა. „ძალიან კმაყოფილი ვარ ახალი შემადგენლობით რამდენიმე მიზეზის გამო. მათ შორის ერთი მიზეზი არის ასაკობრივი ჯგუფი, რადგან ისინი არც ძალიან ახალგაზრდები არიან და არც ძალიან ძველგაზრდები. ძალიან მომწონს, რომ მრავალფეროვანი გამოცდილება აქვთ. მათ შორის იურიდიული, ფინანსური და არასამთავრობო სექტორში მუშაობის. ეს ჩვენ და მათ გამოგვადგება. მე კმაყოფილი ვარ, რომ ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ისინი ისეთი ხალხია, როგორიც, მაგალითად, ჩვენი მეგობრები და რაც მთავარია, აზროვნებენ თანამედროვე და დასავლური ორიენტირებით“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ახალი სახეები წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები