თეა წულუკიანი: ჯერჯერობით ვრჩები ამ უწყების სათავეში

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ჯერჯერობით მინისტრის თანამდებობაზე რჩება. ამის შესახებ წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჯერჯერობით ვრჩები ამ უწყების სათავეში − ჩემი მიზანია, ეს უწყება სტაბილურად მივიდეს არჩევნებამდე, რომ დარჩეს ნეიტრალურ უწყებად, როგორც ეს 4 წლის განმავლობაში იყო, და ჩემს მინისტრ კოლეგებთან ერთად ჩვენ შევქმნათ მესამე პრეცედენტი სამაგალითო, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ახალი სახეები წარადგინა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები