კახა კალაძე “ქართული ოცნების” სიის ახალ წევრებს დადებითად აფასებს – დიდ წვლილს შეიტანენ ქვეყნის განვითარებაში

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე „ქართული ოცნების“ პარტიული სიის ახალ წევრებს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ისინი პროფესიონალიზმისა და გამოცდილების მიხედვით შეირჩნენ.
მინისტრი დარწმუნებულია, რომ დასახელებული პირები ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ.
„ეს ადამიანები შეირჩნენ პროფესიონალიზმით, გამოცდილებით, ქვეყნის სამსახურში ყოფნით და დარწმუნებული ვარ, დიდ წვლილს შეიტანენ ქვეყნის განვითარებაში, ახალ ხედვაში“, – განაცხადა კალაძემ.
ვიცე-პრემიერი სპარლამენტო სიაში მისი ყოფნის საკითხსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ამის შესახებ ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ განახლებული გუნდი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში დღეს წარადგინა. გუნდის შემადგენლობაში თამარ ჩუგოშვილი, გიორგი გახარია, ირაკლი კობახიძე, აკაკი ზოიძე, არჩილ თალაკვაძე, თამარ ხულორდავა, ირინა ფრუიძე, კახა კუჭავა, მამუკა მდინარაძე, მარიამ ჯაში, ნინო გოგუაძე, რომან კაკულია, სოფო კილაძე, სოფო ქაცარავა და სოფო ჯაფარიძე არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები