დავით ლორთქიფანიძე: კახა კალაძე, სოზარ სუბარი და თეა წულუკიანი, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში იქნებიან

„ქართული ოცნების“ დეპუტატის საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით ლორთქიფანიძის განცხადებით, კახა კალაძე, სოზარ სუბარი და თეა წულუკიანი, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში იქნებიან.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას დავით ლორთქიფანიძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა კონსულტაციები და ამ კონსულტაციების შემდეგ იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებაც. ლორთქიფანიძის თქმით, პირადად მისი კანდიდატურა ვანის და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობაზე განიხილება და გადაწყვეტილება, საბოლოოდ, კვლევების და დატესტვის შემდეგ იქნება მიღებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები