სანდრო ბრეგაძე: ეროვნულ ძალებს შეუძლიათ, არჩევნებში შთამბეჭდავ შედეგს მიაღწიონ

მოძრაობა „ეროვნულების“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე არ ადასტურებს, რომ მისი მოლაპარაკებები რომელიმე პოლიტიკურ სუბიექტთან შესაძლოა, საარჩევნო გაერთიანებით, ან ბლოკის შექმნით დასრულდეს.
როგორც სანდრო ბრეგაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, არის რამდენიმე პოლიტიკური პარტია, რომელსაც სიმპათიით უყურებს. ესენია: „ბურჯანაძე-დემოკრატები“ , ირმა ინაშვილის „პატრიოტთა ალიანსი“, „მრეწველთა პარტია,“ „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“.
„ასევე ვისურვებდი, რომ ამ პოლიტიკურ ძალებს შორის იყოს „კონსერვატორების“ ნაწილი, რომლებთანაც პიროვნულ დონეზე მეგობრობაც მაკავშირებს. როცა თბილი ურთიერთობები არსებობს, არ შეიძლება გამოირიცხოს მათი ერთ კონტექსტში განხილვა, თუმცა არ შემიძლია, დავადასტურო, რომ რაიმე ტიპის მოლაპარაკება ახლა იმ სტადიაშია, რაც ალიანსის, ან ბლოკის შექმნის გამოცხადებით შეიძლება დასრულდეს“, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ. მისივე თქმით, ქართულად მოაზროვნე პოლიტიკური ძალები აუცილებლად უნდა გაერთიანდნენ. „მათ შეუძლიათ, შთამბეჭდავ შედეგს მიაღწიონ საპარლამენტო არჩევნებში და ეს იქნება პირველი, ან მეორე ადგილი“, – თქვა სანდრო ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები