სალომე ჩარკვიანის ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს

„ცენტრ პოინტის“ საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის სალომე ჩარკვიანის ადვოკატი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
როგორც ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, სალომე ჩარკვიანი სამი შვილის დედაა და ის არსად მიმალვას არ აპირებდა.
„აუცილებლად გასაჩივრდება ეს გადაწყვეტილება, რადგან ვთვლით, რომ პატიმრობის გამოყენების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. სალომე ჩარკვიანი არის სამი შვილის დედა, მათ შორის 2 მცირეწლოვანის და ნამდვილად არსად დამალვას არ აპირებდა“, – განაცხადა მარიკა ფხალაძემ.
მისივე ინფორმაციით, სალომე ჩარკვიანი 2014 წლის ოქტომბერში აღნიშნულ გამოძიების საქმეზე დაიკითხა და 2014 წლიდან გამოძიებასთან თანამშრომლობს. ადვოკატის განცხადებით, სასამართლო პროცესზე მან მოსამართლეს 6 დეპუტატის მიერ ხელმოწერილი თავდებობის წერილი და ასევე პატრიარქის შუამდგომლობა წარუდგინა, სადაც პატრიარქი საუბრობს, რომ ის სასამართლოს საქმიანობაში არ ერევა, თუმცა სთხოვს, რომ 3 შვილის დედა ციხეში არ გაუშვას. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, აღნიშნული დოკუმენტები მოსამართლემ არ გაითვალისწინა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ცენტრ პოინტის“ საქმეზე ოთხივე ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები