გუკა რჩეულიშვილზე ძებნა გამოცხადდება

„ცენტრ პოინტის“ საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის გურამ (გუკა) რჩეულიშვილზე ძებნა გამოცხადდება. საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, „ცენტრ-პოინტის” საქმეზე ბრალდებულებს – გურამ რჩეულიშვილს, მაია რჩეულიშვილს, ირაკლი მინდელს და სალომე ჩარკვიანს აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. მაია რჩეულიშვილი მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დარბაზშივე დააკავეს.
რაც შეეხება გუკა რჩეულიშვილს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ის უკვე ძებნილია.
ბრალდებულების ადვოკატებს შესაძლებლობა აქვთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრონ.
„ცენტრ პოინტის“ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი 1 სექტემბერს განახლდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები