პროკურატურა „ცენტრ პოინტის“ საქმეზე ბრალდებული პირებისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

„ცენტრ პოინტის“ საქმეზე ბრალდებული 4 პირისთვის მთავარი პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას ითხოვს – ამ შუამდგომლობით მიმართა პროკურორმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს სასამართლო პროცესზე.
დღევანდელ პროცესზე ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილება.
როგორც პროკურორმა აღნიშნა, არსებობს ბრალდებულების მიერ მოწმეებზე ზეწოლის და მათთან ფარულ გარიგებაში შესვლის, ასევე, საქმეში არსებული მტკიცებულებების მოპოვებისთვის ხელის შეშლის, ან მათი განადგურების მცდელობის საფრთხე.
როგორც ცნობილია, „ცენტრ პოინტის“ საქმეზე 4 პირი – მაია რჩეულიშვილი, გუკა რჩეულიშვილი, „ცენტრ პოინტ აჭარის“ დირექტორი ირაკლი მინდელი და გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანია ბრალდებული. მათგან მინდელი და ჩარკვიანი დაკავებულები არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები