თეთრიწყაროში მამაკაცმა ცოლს ყურები დააჭრა, სტუმრად მყოფი პირი კი მოკლა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში მამაკაცმა საკუთარ ცოლს ყურები დააჭრა, სტუმრად მყოფი მამაკაცი კი მოკლა. ქალბატონი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ქმარსა და ცოლს შორის კონფლიქტი ხშირად ხდებოდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული უკვე დააკავეს.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, ასევე 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს და მე-11 პრიმა მუხლით, რაც ოჯახური დანაშაულისთვის პასუხისმგებლობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები