პროკურატურამ სასამართლოს მაია რჩეულიშვილის დაკავების შუამდგომლობით მიმართა

საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფი“-ს დამფუძნებელის მაია რჩეულიშვილის დაკავების შუამდგომლობით მიმართა, თუმცა სასამართლომ მისი დაკავების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, აღნიშნულის გამო მაია რჩეულიშვილის მიმართ დაკავების გარეშე დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა.
„საქართველოს პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფი“-ს დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილის, ამავე ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილის, შპს ,,ცენტრ პოინტი აჭარა“-ს დირექტორების ირაკლი მინდელის და სალომე ჩარკვიანის დაკავების შესახებ.სასამართლომ მაია რჩეულიშვილი დაკავების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რის გამოც მის მიმართ დაკავების გარეშე დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა“,-აცხადებენ პროკურატურში.
მაია რჩეულიშვილის, ირაკლი მინდელის, სალომე ჩარკვიანის და გურამ რჩეულიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით ითვალისწინებს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები