მთავარ პროკურატურაში ”ცენტრ პოინტის” საქმესთან დაკავშირებით ბრიფინგი დაინიშნა
მთავარ პროკურატურაში ”ცენტრ პოინტის” საქმესთან დაკავშირებით 14:00 საათზე ბრიფინგი დაინიშნა. საგამოძიებო უწყება სამშენებლო კომპანიის ორი წარმომადგენლის დაკავების შესახებ ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ გუშინ ”ცენტრ-პოინტ აჭარის” საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელი ირაკლი მინდელი და გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი დააკავა. ამ წუთებში საგამოძიებო უწყებაში დაკითხვაზე იმყოფება მაია რჩეულიშვილი. დაკითხვაზე დაბარებული იყო გუკა რჩეულიშვილიც, თუმცა ის უწყებაში არ გამოცხადდა.