“ციხეშია მათი ადგილი” – პროკურატურასთან მაია რჩეულიშვილს აქციით ხვდებიან

პროკურატურასთან, სადაც 13:00 საათზე “ცენტრ პოინტის” დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი უნდა გამოცხადდეს, აქცია იმართება. კომპანიის მიერ დაზარალებული მოქალაქეები პლაკატით გამოცხადდნენ.
როგორც ისინი აცხადებენ, წლებია კუთვნილ საცხოვრებელ ფართებს ელოდებიან.
“11 წელია სახლებს ველოდებით, 25 აქცია მოვაწყვეთ, როგორც კი სამართლიანობის სინათლე გამოჩნდა, გამობრძანდა რჩეულიშვილი და პოლიტიკაზე დაიწყო ლაპარაკი. ორი მოწვევის პარლამენტის წევრები არიან რჩეულიშვილი-კირვალიშვილი და ეს არის სწორედ პოლიტიკა, რომ აქამდე არ დაიჭირეს. აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ ესენი არიან თაღლითები და ციხეშია მათი ადგილი. არა მარტო ესენი, მათი მენეჯმენტიც. გაგვძარცვეს. რჩეულიშვილის ნანგრევებზეა ქალაქი. არის სახლები, რომლებშიც შესახლებულები არიან და მათი პროექტებიც კი არ არსებობს”, – განაცხადა ჟურნალისტებთან ნარგული ქემოკლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები