სოფელ ვაჩიანში დედა და სამი შვილი გარდაცვლილი იპოვეს
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანში დედა და სამი შვილი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადგილზე ამ დროისთვის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. უწყებაში ჯერჯერობით ვერც გარდაცვალების მიზეზს ასახელებენ.