სირიაში ჩამოგდებული ვერტმფრენის რუსი პილოტი აფხაზეთისა და აგვისტოს ომის ვეტერანი იყო

სირიაში ჩამოგდებული ვერტმფრენის ერთ-ერთი პილოტი რიაფაგატ ხაბიბულინი 90-იან წლებში აფხაზეთის ომისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანი იყო. რიაფაგატ ხაბიბულინის სამხედრო კარიერის შესახებ ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის უწყების ოფიციალური ტელეარხის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მასში ასევე ნათქვამია, რომ ის ჩეჩნეთის ორივე ომში იბრძოდა.
„ისლამურმა სახელმწიფომ“ რუსული სამხედრო ვერტმფრენი პალმირას მიდამოებში ჩამოაგდო. რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ვერტმფრენის ეკიპაჟს პალმირას რაიონში შეჭრილი ისლამისტების განადგურება ჰქონდა დავალებული, თუმცა ექსტრემისტებმა მათი ჩამოგდება შეძლეს

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები