„სენსაცია“ – რა აღმოჩენის შესახებ წერს ლალი მოროშკინა

კოჯრის გზაზე,სარემონტო სამუშაოების დროს აღმოჩენილია, სავარაუდოდ, რუსეთის მეფის ნაცვალის ვორონცოვ-დაშკოვის ბიუსტი – შესაბამის ინფორმაციას, ჟურნალისტი ლალი მოროშკინა ავრცელებს.
მოროშკინა ვარაუდობს,რომ ბიუსტი კომუნისტებმა გადააგდეს და ის ასფალტის დაგების დროს ამოფყვა ტექნიკას,
„სენსაცია!!!!
კოჯრის გზაზე,სარემონტო სამუშაოების დროს აღმოჩენილია, სავარაუდოდ, რუსეთის მეფის ნაცვალის ვორონცოვ-დაშკოვის ბიუსტი,რომელიც გადააგდეს კომუნისტებმა და ასფალტის დაგების დროს ამოყვა ტექნიკას,კავკასიაში
მისი მმართველობის წლებია 1905-1016 მის სახელს უკავშირდება თბილისის აღმშენებლობა და კავკასიის ეკონომიკურ ჰაბად ჩამოყალიბება!!!
იმედია ძეგლთა დაცვა სათანადო ყურადღებას გამოიჩენს,რადგან ჯერ არც გამგეობა და არც კულტურის სამინისტრო ამ ფაქტით არ დაინტერესებულა!!!სარემონტო სამუშაოებს ატარებს “ჯიარჯი”ჯგუფი.მადლობა ბიჭებს,რომ არ გაანადგურეს ისტორიული არტეფაქტი, დავუკავშირდი მთაწმინდის გამგებელს ბატონ გელა არჩვაძეს და ისიც ჩაერთო ნაპოვნი ისტორიული ძეგლის პატრონობაში,“,-წერს ლალი მოროშკინა.
13644151_492272230978965_211550765_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები