შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მექსიკის კონგრესის დელეგაციას შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზით მყოფ მექსიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციას შეხვდა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: მექსიკის შეერთებული შტატების კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე გაბრიელა კუევას ბარონი; მექსიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრი, ეროვნული უშიშროების ორპალატიანი კომისიის პრეზიდენტი ისმაელ ერნანდეს დერასი; მექსიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრი ხერარდო ფლორეს რამირესი; მექსიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარტა ელენა ბარსენა კოკი.
შალვა ხუციშვილმა მექსიკელ სტუმრებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული რეფორმები, ასევე, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.
შს სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ორი ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
მექსიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციის წევრები, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები