ნატო საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების შექმნაში დაეხმარება

ნატო კვლავაც დაეხმარება საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების შექმნაში, – ამის შესახებ საუბარია ნატოს ვარშავის სამიტზე მიღებულ კომუნიკეში, რომელიც ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
გარდა ამისა, ალიანსი დიდ ყურადღებას დაუთმობს შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებს.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მიესალმება საქართველოს გადაწყვეტილებას ავღანეთში სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობის გაგრძელების შესახებ.
„ნატოს მიერ საქართველოში სპეციალური საწვრთნელი ცენტრის შექმნა შეიარაღებული ძალების კიდევ უფრო სერიოზულ განვითარებას და ნატოს სტანდარტებთან მათ შესაბამისობაში მოყვანას ხელს შეუწყობს. ეს კი ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია“, – წერია კომუნიკეში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები