ნატო: საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტები საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უნდა მოგვარდეს

ნატო მიესალმება საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ და რუსეთს კონსტრუქციული პოზიციისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ საუბარია ნატოს ვარშავის სამიტზე მიღებულ კომუნიკეში, რომელიც ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„ნატო მიესალმება სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებზე ჟენევის დისკუსიებს და იმედოვნებს, რომ ამ ფორმატში ჩართული მხარეები და საერთაშორისო ორგანიზაციები – გაერო, ეუთო, ევროკავშირი კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ხელს შეუწყობენ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – წერია კომუნიკეში. გარდა ამისა, ალიანსი აცხადებს, რომ ის არ ცნობს რუსეთს, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ.სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ. სამეკავშირეო ხელშეკრულებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები