ნატოს ვებგვერდზე ვარშავის დეკლარაცია გამოქვეყნდა, სადაც საქართველოზეც არის საუბარი

ნატოს ოფიციალურ ვებგვერდზე ვარშავის დეკლარაცია გამოქვეყნდა, სადაც საქართველოზეც არის საუბარი.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ნატო უფრო უსაფრთხოა, როდესაც მისი მეზობლები უფრო სტაბილურები არიან.
„ჩვენ გვჯერა ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის. ნატო გაზრდის უკრაინისა და საქართველოს მხარდაჭერას და გააგრძელებს მოლდოვის რესპუბლიკის დახმარებას. ჩვენ გავაღრმავებთ ჩვენს ურთიერთობას პარტნიორებთან შავი და ბალტიის ზღვების რეგიონებში და დასავლეთ ბალკანეთში. ასევე შევინარჩუნებთ ჩვენს მნიშვნელოვან ოპერაციას კოსოვოში”, – ნათქვამია ვარშავის დეკლარაციაში.
ნატო კიდევ ერთხელ ადასტურებს „ღია კარის“ პოლიტიკისადმი მხარდაჭერას.
„ჩვენ ერთგულნი ვრჩებით ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკისადმი, რომელმაც გააძლიერა ალიანსი და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში წვლილი შეიტანა. ველოდებით ჩვენი უახლესი წევრის, მონტენეგროს მიღებას ჩვენს საზოგადოებაში” , -აღნიშნულია დოკუმენტში.
ნატოს მოკავშირეები პატივს მიაგებენ უსაფრთხოების დაცვისას გარდაცვლილ და დაჭრილ სამხედროებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები