ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოში შემოდგომაზე ჩამოვა

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენებერგი საქართველოში 2016 წლის შემოდგომაზე ჩამოვა.
როგორც იენს სტოლტენბერგმა ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი ვიზიტი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის ფარგლებში შედგება და ეს იქნება საქართველოსადმი მხარდაჭერის ნიშანი.
“ჩვენ გავაძლიერებთ საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. ჩვენ გავაგრძელებთ ნატოს მოკავშირეების წახალისებას საქართველოსადმი მხარდაჭერისკენ. მე ვაპირებ საქართველოში ჩასვლას მიმდინარე წლის შემოდგომაზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის ფარგლებში. ეს იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერის მკაფიო დადასტურება “, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
გენერალური მდივნის თქმით, ნატოს მიზანია, დაეხმაროს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ალიანსის წევრობისთვის მომზადებაში.
“ჩვენს განცხადებაში მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას და მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. სწორედ ამიტომ ჩვენ განვახორციელეთ ყოვლისმომცველი პაკეტის სხვადასხვა ელემენტი”, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები