ორსართულიანი მატარებელი თბილისიდან ბათუმში ჩავიდა (ფოტო, ვიდეო)

 „საქართველოს რკინიგზის“ მიერ 9,950 მლნ ევროდ შეძენილმა ორსართულიანმა მატარებელმა, რომელსაც საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი და ხმაური მოჰყვა, თბილისი-ბათუმის სარკინიგზო მაგისტრალი წარმატებით გაიარა.
როგორც „საქრთველოს რკინიგზის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია აცხადებს, ორსართულიანმა მატარებელმა სატესტო მგზავრობა თბილისი-ბათუმის სარკინიგზო მაგისტრალზე ყოველგვარი შეფერხების გარეშე დაასრულა და ბათუმში ჩავიდა.
შეგახსენებთ, რომ „საქართველოს რკინიგზამ“ 9,950 მლნ ევროდ ორსართულიანი ევროპული სტანდარტის შვეიცარული მატარებლები შეიძინა. დაჩი ცაგურიას ინფორმაციით, ახალი მატარებლებით მგზავრობა მაქსიმუმ ივლისის ბოლოდან იქნება შესაძლებელი და ქართულ რეალობაში, ეს იქნება პირველი მატარებელი, რომელიც სრულად მოერგება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებს. სიახლე პოლიტიკურ პარტიებსა და ექსპერტებს შორის დებატების საგანი გახდა.
სამოქალაქო პლატფორმა “ახალი საქართველოს” ერთ-ერთმა დამფუძნებელის გივი კუბლაშვილის განცხადებით, „საქართველოს რკინიგზის“ მიერ შეძენილი ორსართულიანი მატარებელი საქართველოში არსებულ არცერთ გვირაბში არ გაეტეოდა.
მისივე განმარტებით, რკინიგზელებთან კონსულტაციებით დადგინდა, რომ გვირაბში გავლას ერთდროულად ორი მატარებელი ვერ შეძლებდა და გვირაბის მონაკვეთზე მაქსიმალური სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 40 კმ/საათს.
ამ ინფორმაციის საფუძველზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი ლიდერი სოციალურ ქსელში ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ განცხადებებს არ იშურებდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე, რომელიც პროფესიით ინჟინერიც გახლავთ ახალი მატარებლის შესახებ სოციალურ ქსელში წერდა – „მაგარ შარში ვართ“.
„კვირა“ უვლელად გთავაზობთ, ყოფილი დიპლომატის და პროფესიით ინჟინრის სტატუსს ამ საკითხთან დაკავშირებით.
„ინჟინერი ვარ ბოლობოლო და პირველ რიგში რაც ვოფიქრე, ის არის, რომ თუ ასეთი ელემენტარული რამე ვერ გაითვალისწინეს, ამ საქმესიც და სხვა დარგებშიც ტექნიკური და გადაწყვეტილებების მიღების კომპეტენცია რა მდგომარეობაშიცაა, წარმომიდგენია. პრინციპში, ბევრი რამ შარშანდელმა წყალდიდობამაც გამოაჩინა. მაგარ შარში ვართ“ – აცხადებს ყოფილი დიპლომატი ნიკოლოზ ვაშაკიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები