რუსეთმა თურქეთში ჩარტერული ავიარეისები აღადგინა

რუსეთსა და თურქეთს შორის სანქციების გაუქმების შემდეგ ქალაქ ანტალიაში პირველი ჩარტერული ავიარეისი განხორციელდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. მანამდე რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ყველა დაინტერესებულ მხარეს ერთი კვირის ვადაში თურქეთში ჩარტერულ გადაზიდვებთან დაკავშირებით საკუთარი წინადადებების წარმოდგენა დაავალა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, რუსმა ტურისტებმა თურქეთის მიმართულებით საგზურების შეძენა უკვე 30 ივნისს დაიწყეს, ანუ იმავე დღეს, რაც პრეზიდენტმა პუტინმა თურქეთში ტურებზე დაწესებული აკრძალვა გააუქმა. შეგახსენებთ, რომ მოსკოვსა და ანკარას შორის ურთიერთობები მას შემდეგ გამწვავდა, რაც გასული წლის ნოემბერში თურქულმა ავიაგამანადგურებელმა რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდო. მიმდინარე წლის ივნისში პუტინი და ერდოღანი ერთმანეთს ტელეფონით ესაუბრნენ და ორმხრივი ურთიერთობების მოგვარებაზე შეთანხდნენ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები