გაერო – აღმოსავლეთ უკრაინაში ბოლო დროს მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა

აღმოსავლეთ უკრაინაში ბოლო 10 თვეში შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა. ამის შესახებ ნათქვამია გაეროს ჰუმანიტარული საკითხების კოორდინაციის სამმართველოს ანგარიშში.
1-დან 30 ივნისამდე აღმოსავლეთ უკრაინაში 12 ადამიანი დაიღუპა და 57 დაიჭრა. ეს რეკორდული რიცხვია 2015 წლის აგვისტოს შემდეგ. გაეროს მონაცემებით, მთლიანად აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის დაწყებიდან 9 740 ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორის 2 ათასი მშვიდობიანი მოსახლეობაა. ამავე დასკვნის მიხედვით, ბოლო ერთ თვეში ადამიანების უმეტესობა საარტილერიო დაბომბვის შედეგად, მათ შორის იარაღით დაზარალდა, რომელიც მინსკის შეთანხმებებით აკრძალულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები