საქართველოს პრეზიდენტი NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვარშავაში, NATO-ს სამიტის ფარგლებში, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს მაიკლ ტერნერს შეხვდა.
შეხვედრისას მხარეებმა ყველა ის საკითხი განიხილეს, რომელიც საქართველოს NATO-ში ინტეგრაციას შეეხება.
განიხილეს სამხედრო, უსაფრთხოების, ასევე დემოკრატიული რეფორმების მიმართულებები და რეგიონში არსებული ვითარება.
გიორგი მარგველაშვილმა მაიკლ ტერნერს მადლობა გადაუხადა, იმ მხარდაჭერისათვის, რასაც ის, როგორც საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე და კონგრესმენი, საქართველოს დემოკრატიული აღმავლობის ხელშეწყობისათვის აკეთებს.
აღინიშნა, რომ საქართველო საკუთარი ვალდებულებების ერთგული რჩება და როგორც NATO-ს არაწევრ სახელმწიფოთა შორის, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კონტრიბუტორ ქვეყანას, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთო ევროატლანტიკურ კეთილდღეობაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები