მედვედევმა შესაბამის უწყებებს თურქეთში ჩარტერული რეისების აღდგენა დაავალა

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა შესაბამის უწყებებს – ტრანსპორტის, კულტურის და საგარეო საქმეთა სამინისტროებს დაავალა, ერთი კვირის ვადაში მთავრობას წარუდგინოს შეთანხმებული წინადადებები – თურქეთში ჩარტერული საჰაერო რეისების აღდგენასთან დაკავშირებით. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. ამ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ მედვედევმა განსაკუთრებული ყურადღება მგზავრების უსაფრთხოებაზე გაამახვილა და გაზრდილი ტერორისტული საფრთხის რაიონებში რეისების დაუშვებლობაზე ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები