იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი – დიდ ბრიტანეთს ჯერ კიდევ აქვს შანსი, ევროკავშირში დარჩეს

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაოლო ჯენტილონიმ განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთს ჯერ კიდევ აქვს შანსი, ევროკავშირში დარჩეს რეფერენდუმის შედეგების მიუხედავად. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
„ბოლო 20 წლის განმავლობაში ევროპაში რეფერენდუმების შედეგები სხვა რეფერენდუმებით, ან პარლამენტების გადაწყვეტილებებით უქმდებოდა“, – განაცხადა ჯენტილონიმ პროგრამა BBC HARDtalk-თან ინტერვიუში და მან საფრანგეთისა და გერმანიის მაგალითები მოიყვანა. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ თუ ბრიტანელები აზრს შეიცვლიან, ის „ერთ „ბოკალ“ შამპანურს დალევს“.
„ბრექსიტის“ შედეგების რეალიზებისთვის დიდმა ბრიტანეთმა ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე სტატია უნდა გამოიყენოს, რომელიც ორ წელიწადში ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები